LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდუ ზივზივაძის მამა: „გაოცებული ვარ გულშემატკივრების – ვაჯობეთ ყველას, ქომაგობით, სიყვარულით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, მადლობა მთელ საქართველოს“

176
კახა ზივზივაძე

მიხეილ მესხის სტადიონის ბაზაზე, სადაც სამშობლოში დაბრუნებული ნაკრების ფეხბურთელები აეროპორტიდან მივიდნენ, ასევე იმყოფებიან ფეხბურთელების ოჯახის წევრები, მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები და ქომაგების ნაწილი.  

ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა:

„ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“ – გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი თბილისში დაბრუნების შემდეგ

„მადლობა მთელ საქართველოს. გაოცებული ვარ გულშემატკივრების და ხალხის ჩამოსვლით ნებისმიერ თამაშზე.

ბუდუ ზივზივაძე: „ძალიან დიდი სიამაყე და ბედნიერება ვიგრძენი – 30 წლის ასაკში მომეცა საშუალება ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, ჩემი ქვეყანა წარმომედგინა“

გუშინ, EURO 2024-ის ფარგლებში ესპანეთთან გადამწყვეტი მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

პირველ თამაშში ცოტა თურქებმა დაგვჩაგრეს, მაგრამ დანარჩენში ვაჯობეთ ყველას, ქომაგობით, სიყვარულით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. საქართველოდანაც მოდიოდა დადებითი აურა, ვინც არ იყო ჩამოსული“. – აღნიშნა ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა – 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ.. მადლობა!!“ – ხვიჩა კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები