LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გახსნეს (ფოტოები)

368
11

არგენტინაში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ქ. ბუენოს-აირესში თბილისის სკვერის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქალაქის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა ალეხანდრა ფერეირამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დეპუტატთა პალატის წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ არგენტინაში გახსნილი თბილისის სკვერი სხვადასხვა ფერებით არის მოხატული. სკვერის გასაფორმებლად ქართული თემატიკა გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g