ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელები შვებულებაში ახლა არიან. გამონაკლისი არც უბერებელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია, რომელმაც დასასვენებლად მშობლიურ იტალიაში საზღვაო ქალაქი მარინა დი მასა (პიზასთანაა ახლოს) შეარჩია და იქ აპირებს ძალების აღდგენას დამდეგი დატვირთული სეზონის წინ. თუმცა რა ძალების აღდგენა, როდესაც ჯიჯი ფეხბურთის თამაშს არც შვებულებისას ეშვება. ოღონდ ამ შემთხვევაში ყველა დროის უდიდესი გოლკიპერი მომავალ ფეხბურთელებს ებურთავება. ლეგენდამ თავი ბავშვებს გაუყადრა და მათთან ითამაშა, რისი დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო ინტერნეტშიც გავრცელდა.
What a legend – Spends his vacation time playing in a match with local kids ! #Buffon – thanks to @addictedtoJu34 pic.twitter.com/4cBs7y36fs
— Juvefc.com (@juvefcdotcom) July 14, 2016