LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti Chiron-ის დიზაინერი პრემიალური Hyundai-ის დიზაინზე იზრუნებს

106

Genesis-ის გარეგნობაზე, რომელიც კომპანია Hyundai-ის პრემიალური ბრენდია, რუსი დიზაინერი, ალექსანდრე სელიპანოვი იზრუნებს, რომელიც ათ წელზე მეტ ხანს Volkswagen-ის კონცერნში მუშაობდა და Lamborghini Huracan-ისა და Bugatti Chiron-ის დიზაინზე აგებდა პასუხს. სელიპანოვი Hyundai-ის გერმანულ სტუდიაში იმუშავებს და პირდაპირ Hyundai-სა და Genesis-ის შეფ დიზაინერს, ლუკ დონკერვოლკეს დაექვემდებარება.

სელიპანოვი რუსეთიდან სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა და კალიფორნიაში დიზაინის შესწავლა დაიწყო. 2005 წელს მუშაობა Volkswagen-ში დაიწყო, 2010 წელს კი Lamborghini-ში გადავიდა. სამი წლის წინ დიზაინერმა კონკურსი მოიგო და Bugatti-ის მომავალი ჰიპერქარის ექსტერიერის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. სულ რამდენიმე თვის წინ კი სელიპანოვმა Volkswagen-ის კონცერნიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები