ბრიტანულმა კომპანია Amalgam-მა, რომელიც მასშტაბური მოდელების შემუშავებასა და გამოშვებაზეა სპეციალიზირებული, ჰიპერქარ Bugatti Chiron-ის ძრავის ასლი წარმოადგინა, რომლის მასშტაბი 1:4-ზეა. მოდელის ღირებულება 9 365 დოლარია.
ასლის შემუშავებისას Amalgam-ის სპეციალისტებმა კომპანია Bugatti-ის ინჟინერებთან ერთად იმუშავეს. შემცირებული მოდელი 1040 სხვადასხვა დეტალისგან არის აწყობილი. მისი გაბარიტული სიგრძე 44 სანტიმეტრია, სიმაღლე კი 2 სანტიმეტრი.
მოდელის შემქმნელები ამბობენ, რომ ძრავის ასლს მოძრავი დეტალები არ აქვს, მისი აწყობისას კი უჟანგავი ფოლადი გამოიყენეს. Bugatti Chiron-ის აწყობას 2 500 საათი დასჭირდა.