LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-ის შეფ დიზაინერი ახალი Aston Martin-ების დიზაინით დაკავდება

72

Aston Martin-ის ახალი სუპერქარების გარეგნობაზე კონცერნ Volkswagen-ის ყოფილი თანამშრომელი და Bugatti-ის შეფ-დიზაინერი, ტობიას სიულმანი იზრუნებს.

ბრიტანულ კომპანიაში ის მაილზ ნიურნბერგერის ადგილს დაიკავებს, რომელიც დიზაინის დირექტორის თანამდებობაზე დააწინაურეს. ორივე ტოპ-მენეჯერი მთავარ კრეატიულ დირერქტორს, მარეკ რაიჰმანს დაემორჩილება.

ბოლო პერიოდში, ტობიას სიულმანი სედან Volkswagen Arteon-ის დიზაინზე მუშაობდა და ახალი თაობის „ტუარეგის“ შექმნაშიც იღებდა მონაწილეობას. გასულ წელს ის Bugatti-ის დიზაინ განყოფოფილების ხელმძღვანელი გახდა, სადაც ალექსანდრ სელიპანოვი ჩაანაცვლა, რომელიც 2016 წელს Hyundai-ს პრემიალურ განყოფილება Genesis-ში გადავიდა.

უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანია Aston Martin შვიდი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს. ორი მათგანი უკვე წარმოდგენილია – DB11 და Vantage. მოგვიანებით გამოჩნდება DBS Superleggera, რომელმაც მეორე თაობის Vanquish უნდა ჩაანაცვლოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები