LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისში ავარიაში მოჰყვა

602
Collage_Fotor Cropped (14)_0

ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც თბილისში ერთა ლიგის მატჩისთვის ჩამოვიდა, ავარიაში მოჰყვა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა გუნდი ავტობუსით აეროპორტიდან სასტუმროში მიემგზავრებოდა.

შემთხვევის შედეგად, ნაკრების მოთამაშე ტოდორ ნედელევი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ჩვენ კარგად ვართ, უკვე სასტუმროში ვიმყოფებით. ინციდენტი სერიოზული იყო, ეს საშინელებაა. მხოლოდ ტოდორ ნედელევს დასჭირდა სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა დირექტორმა ხრისტო ზაფრიანოვმა.

ბულგარული მედიის ინფორმაციით, ეროვნულ გუნდში შოკური ვითარებაა, მაგრამ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩის გადადების საკითხი არ განიხილება.

საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრა 12 ივნისს, დინამო არენაზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g