ემიგრანტს, რომელიც, სავარაუდოდ, ავღანეთიდან იყო, ბულგარეთის პოლიციამ ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. „ევრონიუსის“ ცნობით, ლტოლვილი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.
ბულგარეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და ტყვია ემიგრანტს შემთხვევით მოხვდა. სცადეს, საავადმყოფოში გადაეყვანათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა.