LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთის ვარდის ზეთი დაცული ინტელექტუალური საკუთრება გახდა

135
282826421_3156241857949319_5536960359499357812_n

ბულგარეთის ვარდის ზეთი მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო რეესტრში დაარეგისტრირეს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის გაყალბება თითქმის შეუძლებელი იქნება და მწარმოებელი თავისი უფლებების დაცვას სასამართლოშიც შეძლებს, წერს BTA.

ბულგარული ვარდის ზეთი – ნატურალური პროდუქტია, რომელსაც ვარდის ფურცლებისგან ქმნიან. ყველაზე ხშირად ასეთ ზეთს პარფიუმერიულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში იყენებენ.

ვარდის ზეთი გახდა პირველი პროდუქტი ბულგარეთიდან, რომელიც მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების სიაში შეიტანეს. 2014 წლიდან პროდუქტს გეოგრაფიული ნიშნითაც იცავენ, რათა სხვა ანალოგიური წარმოებისგან ხარისხით გარჩევა იყოს შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები