LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“

81
ბუნდესტაგი

„ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა – პრეზიდენტი ევროკავშირის კითხვარის გადაცემაზე

„გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. 2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“. მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g