LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

164
237463741-1

გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გადმოყვანილი, სავარუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა.როგორც კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ აცხადებენ, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ამჟამად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან. ყველა სასიცოცხლო ფუნქცია სტაბილურია. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ორივე კონტაქტურია და სავარაუდოდ, მალე გავწერთ კლინიკიდან. სამედიცინო დახმარება თავის დროზე იქნა გაწეული და შესაბამისად, მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური“, – აცხადებს კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი კაჭახიძე.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის პურის საცხობში გუშინ, 3 იანვარს, დილით იპოვეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილი გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანეს – მდგომარეობა მძიმეა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g