LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურბუ კლასიკი: ბაზარზე ბურბუშელას ახალი სახეობა გამოჩნდა

623

ბურბუ კლასიკი- ბაზარზე ბურბუშელას ახალი სახეობა გამოჩნდა. პროდუქციას შპს ”მაკნატუნა” აწარმოებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა დავით ფხაკაძემ განუცხადა, ”ბურბუს” უკვე არსებულ 8 სახეობას, კიდევ ერთი დაემატა.

”ბურბუ კლასიკი მზადდება მხოლოდ ბურღულისა და შაქრის პუდრისგან. შესაბამისად, არის 100%-ით ნატურალური, შეიცავს მცირე დოზით მზესუმზირის ზეთსაც”, – აღნიშნა ფხაკაძემ. მისივე ინფორმაციით, კომპანია უახლოეს მომავალში სუხარიკების წარმოებასაც გეგმავს. ახალი პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში დაახლოებით ერთ თვეში გამოჩნდება.

ცნობისთვის, ”ბურბუს” ყიდვა მომხმარებელს სრულიად საქართველოს მასშტაბით, დიდ სავაჭრო ქსელებში შეუძლია. როგორც დავით ფხაკაძემ აღნიშნა, ”ბურბუ” ქართულ ბაზარზე, ფაქტობრივად, ინოვაციური პროდუქტია და მას კონკურენტები არ ჰყავს, ღირებულება კი 1 ლარია.

”ბურბუს” მწარმოებელი მცირე საამქრო ქუთაისში, შპს ”მაკნატუნას” საწარმოს ტერიტორიაზე 2016 წლის ოქტომბერში მოეწყო. საამქროში უმაღლესი ხარისხის ჩინური დანადგარები დამონტაჟდა, ადგილზე კი 10 ადამიანი დასაქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g