LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუტიკ სასტუმრო „ესკიზი“ თელავში, ზაფხულის სეზონისთვის, სტუმრებს არაერთ სიახლეს უმზადებს

477
ესკიზი

ესკიზი“ ქართული სტუმარმასპინძლობის იმ სივრცეებს შორისაა, რომელიც ტრადიციული სასტუმროს აღქმას სცდება და სტუმარს სრულყოფილ გამოცდილებას სთავაზობს. დაარსებიდან დღემდე, ბრენდი წარმატებით აერთიანებს პრემიუმ კლასის სერვისს, გამორჩეულ დიზაინსა და ინდივიდუალურ მიდგომას, რაც მას ერთ-ერთ განსხვავებულ ბუტიკ სასტუმროს ხდის ბაზარზე.

ნია პატარაშვილი, სასტუმროს „ესკიზი“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– „ესკიზი“ წარმოადგენს პრემიუმ კლასის, 5 ვარსკვლავიან ბუტიკ სტილის სასტუმროს, რომელიც 2020 წლიდან სტუმრებს სთავაზობს გამორჩეულ გამოცდილებას. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მთავარი მიზანი უცვლელი დარჩა – ვყოფილიყავით სივრცე, სადაც ადამიანი მხოლოდ სტუმარი არ არის, არამედ განსაკუთრებული ემოციის ნაწილი ხდება.

ესკიზი“ გამოირჩევა თავისი კონცეფციით, ატმოსფეროთი და იმ ენერგიით, რომელიც პირველივე წუთიდან იგრძნობა. ჩვენთვის სასტუმრო მხოლოდ განთავსების ადგილი არ არის – ეს არის გარემო, სადაც კომფორტი, ესთეტიკა, ხარისხიანი სერვისი და განწყობა ჰარმონიულად ერთიანდება.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დეტალებს – დიზაინს, მომსახურების ხარისხს, სტუმრის გამოცდილებას და იმ ემოციას, რომელიც ვიზიტის შემდეგ რჩება. სწორედ ეს ინდივიდუალური მიდგომაა ის, რაც „ესკიზს“ განსხვავებულს ხდის.

ჩვენი სივრცე ერთდროულად იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ასევე მეგობრული შეხვედრებისთვის, სეზონური ღონისძიებებისთვის და საუკეთესო განტვირთვისთვის. წლების განმავლობაში შევძელით შეგვექმნა ბრენდი, რომელსაც თავისი ერთგული აუდიტორია ჰყავს და ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.

ვინ არიან სასტუმროს ძირითადი სტუმრები და რა არის ის, რაც მათ თქვენთან განსაკუთრებულად ხიბლავთ?

– ჩვენი სტუმრები არიან როგორც ადგილობრივი ვიზიტორები, ისე უცხოელი ტურისტები, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებული გამოცდილების მისაღებად ჩამოდიან.

„ესკიზს“ ხშირად ირჩევენ ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომფორტი, არამედ გარემოს ესთეტიკა, სიმშვიდე, ხარისხიანი მომსახურება და განსხვავებული ატმოსფერო.

სტუმრებს განსაკუთრებით ხიბლავთ ჩვენი სივრცის აურა – ბუნებასთან სიახლოვე, დახვეწილი დიზაინი, მშვიდი გარემო და ამავდროულად, თანამედროვე, ცოცხალი განწყობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის დამოკიდებულება – თითოეული სტუმრის მიმართ ინდივიდუალური და გულწრფელი მიდგომა. სწორედ ეს ქმნის იმ გამოცდილებას, რის შედეგადაც ბევრი სტუმარი ჩვენთან ერთხელ მოსვლის შემდეგ კვლავ ბრუნდება.

როგორ უმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ტურიზმის სფეროს აქვს და რა გავლენას ახდენს ეს თქვენს საფასო პოლიტიკაზე?

– ტურისტული სექტორი დღეს მართლაც გამოწვევებით სავსე გარემოში ოპერირებს – როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, ვფიქრობთ, ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია მოქნილობა, სწორი სტრატეგია და ხარისხის შენარჩუნება.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს, ვიზიტორების მოთხოვნებს და ვცდილობთ, მათ მაქსიმალურად მოვერგოთ. მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა და არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, სტუმარმა მიიღოს იმ ხარისხის სერვისი, რომელიც მის მოლოდინს გადააჭარბებს.

ფასების პოლიტიკის განსაზღვრისას ვცდილობთ შევინარჩუნოთ ოპტიმალური ბალანსი – ერთი მხრივ, მაღალი ხარისხის მომსახურება და მეორე მხრივ, სტუმრისთვის მისაღები და კონკურენტული პირობები.

ასევე, აქტიურად ვმუშაობთ მარკეტინგული მიმართულებით – ვავითარებთ ციფრულ პლატფორმებს, ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიას, თანამშრომლობებსა და სეზონურ აქტივობებს, რათა ჩვენი სივრცე მუდმივად საინტერესო და აქტუალური იყოს მომხმარებლისთვის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ესკიზმა“ შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა და ნიშა, რაც წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა.

ზაფხულის სეზონი, ალბათ, ყველაზე აქტიურიარა სიახლეებს შესთავაზებთ სტუმრებს წელს?

– ზაფხულის სეზონი ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული პერიოდია და წელს სტუმრებს არაერთ საინტერესო სიახლეს ვუმზადებთ.

სეზონის ოფიციალური გახსნა ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება, რომელსაც გამორჩეული სტუმრები, განსაკუთრებული ღონისძიებები და აქტიური მედია გაშუქება მოჰყვება. გვინდა, რომ ეს ზაფხული „ესკიზისთვის“ კიდევ უფრო განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყოს.

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ სივრცეების განახლებასა და ახალი დეტალების დამატებაზე, მათ შორის, ბრენდირებული ფოტოზონების მოწყობაზე, რაც სტუმრებს კიდევ უფრო საინტერესო ვიზუალურ გამოცდილებას შესთავაზებს.

ასევე, უკვე ჩაეშვა ახალი მენიუ, რომელზეც ჩვენმა მოწვეულმა ბრენდ შეფმა იმუშავა. სპეციალური შეთავაზებები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიება სეზონის განმავლობაში ეტაპობრივად დაანონსდება.

ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ სტუმარს „ესკიზში“ დახვდეს გარემო, სადაც დასვენება, გართობა და ესთეტიკური გამოცდილება ერთ სივრცეში ერთიანდება.

როგორია თქვენი მოლოდინი მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით?

– მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური გვაქვს. უკვე იგრძნობა ვიზიტორების გაზრდილი ინტერესი როგორც ჯავშნების, ისე ზოგადად ჩვენი სერვისების მიმართ.

ზაფხულის სეზონის მიმართ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ვფიქრობთ, წელს ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნება. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ გვყავს ბევრი ერთგული სტუმარი, რომლებიც ხშირად გვიბრუნდებიან და ამავდროულად მუდმივად გვემატება ახალი აუდიტორიაც.

ვფიქრობთ, სწორი კონცეფციის, განახლებული სივრცეების, აქტიური მარკეტინგისა და მაღალი ხარისხის მომსახურების ფონზე, ეს სეზონი „ესკიზისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.

– სამომავლო გეგმების შესახებაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა.

– სამომავლოდ ჩვენი მთავარი მიზანია, „ესკიზი“ კიდევ უფრო მრავალფუნქციურ და გამორჩეულ სივრცედ ჩამოვაყალიბოთ. ვგეგმავთ ახალი მიმართულებების განვითარებას, დამატებითი სერვისების დანერგვას და იმ გამოცდილების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას, რომელსაც ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ბრენდის გაძლიერებაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიასთან. გვინდა, რომ „ესკიზი“ ასოცირდებოდეს როგორც კომფორტულ დასვენებასთან, ასევე განსაკუთრებულ ემოციებთან, ხარისხიან გამოცდილებასთან და თანამედროვე, დახვეწილ სტუმარმასპინძლობასთან. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ყველა დეტალს ვერ გავამხელთ, თუმცა წინ ნამდვილად ძალიან საინტერესო სიახლეები გველოდება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g