LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგარეიშვილი არახამიაზე: „როდესაც სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოგონილს უწოდებ, ანუ ფიქრობ, რომ გირგვლიანი თვითონ დაეგო დანებს, 7 ნოემბერს ხალხი თავის თავს ირბევდა..“ 

216
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (12)

„არახამია ცდილობს შეფასებები გააკეთოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და მეტ-ნაკლებად მიუმხრობელი არბიტრის როლი ითამაშოს, როდესაც იგი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, განსაკუთრებით უნდა იცნობდეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას“, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააკეთა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექცევა, მკვლელობის მცდელობაა.

„როდესაც შენ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს მოგონილს უწოდებ, გამოგონილს, თითიდან გამოწოვილს, ყურით მოთრეულს და ა.შ.

არახამია: „შემიძლია უკრაინის გენპროკურორს მივმართო, რომ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს“

„როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექცევა, სწორედ მკვლელობის მცდელობაა“.

ანუ შენ ფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ ირღვეოდა მისი მმართველობის პერიოდში. შენ ფიქრობ, რომ ვალერი გელაშვილი წაიქცა და თავი დაარტყა, ფიქრობ, რომ კობა დავითაშვილი მანქანიდან გადმოვარდა უბრალოდ. ფიქრობ, რომ 7 ნოემბერს ხალხი თავის თავს ირბევდა, ფიქრობ, რომ ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარმა ჟურნალისტებმა აიღეს შტურმით და თავი იცემეს. ფიქრობ ასევე, რომ სანდრო გირგვლიანი თვითონ დაეგო დანებს. ფიქრობ, რომ რობაქიძემ თავი მოიკლა. თუ ამ ყველაფერს ფიქრობ, ვერანაირად ვერ იქნები დამოუკიდებელი არბიტრი და იქნები მიმხრობილი ადამიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ გარე ლობისტი თუ წარმომადგენელი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ღარიბაშვილი გვარამია-არახამიას შეხვედრაზე: „ესეც მორიგი ფაქტია, ადრეც ვამბობდით, რომ მათი კოორდინაციის პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა“

ცნობისთვის, დავით არახამია არ გამორიცხავს, უკრაინის გენერალურ პროკურატურას, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისთვის მიმართოს.

„მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს – არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“ – გიული ალასანია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები