LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს – არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“ – გიული ალასანია 

163
გიული და მიშა

„მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს, რომ ამ მძიმე დღეებში ის უკრაინაში არ არის. თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“, – „ტვ პირველის“ ცნობით, ამის შესახებ მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კიევში, სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, სააკაშვილმა 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო და ამიტომ ის ისჯება:

ღარიბაშვილი გვარამია-არახამიას შეხვედრაზე: „ესეც მორიგი ფაქტია, ადრეც ვამბობდით, რომ მათი კოორდინაციის პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა“

„მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადავუხადო ჩემი შვილის მხარდაჭერისთვის. მადლობა დავით არახამიას, ის ჩემ შვილთან ერთად სწავლობდა იმ დროს, როცა ის უკრაინაში ატარებდა წლებს. რატომ ზის ციხეში? ესაა კითხვა.

საქმე ისაა, რომ მან 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ის ისჯება. ომის დასრულების შემდეგ მან მიიღო პუტინის მუქარა, რომ თავისას მიიღებდა და კვერცხებით დაკიდებდა. მიშას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა უკრაინაში და მსოფლიოში.

ევროპარლამენტში, ლიეტუვაში არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის მოლდოვისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გააკეთეს მისი მხარდამჭერი განცხადებები, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შედეგი არ არის.

„ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს“ – სააკაშვილი ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის

მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს, რომ ამ მძიმე დღეებში ის უკრაინაში არ არის. თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“. – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები