LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცალი ფეხით სამარეში ვარ“ – 58 წლის ლინდა ევანგელისტამ გაამხილა, რომ ძუძუს კიბოს დიაგნოზი ორჯერ დაუსვეს

193
page

90-იანი წლების სუპერმოდელი, ლინდა ევანგელისტა WSJ-ის სტუმარია. 58 წლის ვარსკვლავმა დახვეწილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა. მან განაცხადა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ძუძუს კიბოს დიაგნოზი ორჯერ დაუსვეს.

„ცალი ფეხით სამარეში ვარ, თუმცა მაინც არ ვჩერდები და ცხოვრებით ტკბობას ვაგრძელებ. როდესაც ეს დიაგნოზი დამისვეს, ოპერაციას იმ წამსვე დავთანხმდი, მე არ მინდოდა ამ დიაგნოზით სიკვდილი. როდესაც ძუძუს კიბოს დიაგნოზი მეორედ დამისვეს, ექიმს ვუთხარი, რომ ყველაფერი ამოეკვეთათ, არ მანაღვლებდა ესთეტიკური მხარე“, – აცხადებს მოდელი.

ცნობისთვის, ძუძუს კიბოს პირველი დიაგნოზი მოდელს 2018 წელს დაუსვეს, ხოლო მეორედ ლინდამ ოპერაცია გასული წლის ზაფხულში გაიკეთა.

„ეს ფოტოშოპია, მაკიაჟის მაგია, თუ პლასტიკური ქირურგის ოქროს ხელები?“ – ლინდა ევანგელისტა დაბრუნდა

„ეს არც ჩემი ყბა და არც ჩემი კისერია“ – 57 წლის ლინდა ევანგელისტა ბრიტანული „ვოგის“ გარეკანზე და სკანდალური აღიარება

წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, 56 წლის ლინდა ევანგელისტა „ფენდის“ რეკლამაში გამოჩნდა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Linda Evangelista (@lindaevangelista)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Linda Evangelista (@lindaevangelista)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები