LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Caucas Transport Solutions“ – ოპტიმალური გზა და პირობები ყოველ ინდივიდუალურ შეკვეთაზე

44
00

მომხმარებელზე ორიენტირებამ და განვითარებისკენ მუდმივმა სწრაფვამ საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას „Caucas Transport Solutions“ აღიარება მოაპოვებინა არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ უცხოელ პარტნიორებს შორისაც. კომპანია გთავაზობთ საექსპედიტორო და ინტეგრირებული ლოგისტიკური მომსახურებების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს ყველა სახის ტვირთის ტრანსპორტირებას კონკრეტული წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე მსოფლიოს მასშტაბით.

 ეკა გულბანი, კომპანიის „Caucas Transport Solutions“ კომერციული დირექტორი:

– „Caucas Transport Solutions“, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია, საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს, ემსახურება 200-ზე მეტ ქართულ და საერთაშორისო ბრენდს, რომლებიც საკუთარ ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციებს იკავებენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ უმსხვილეს ლოგისტიკურ ჰაბებთან და ვართ გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც, თავის მხრივ, 25-წლიანი ლოგისტიკური გამოცდილება აქვს როგორც ევროპის მასშტაბით, ისე ამიერკავკასიაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საწყობებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში  სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციებზეა განთავსებული, რაც საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად ოპტიმალურად დაიგეგმოს ტვირთის მარშრუტი და ტრანსპორტირება უმოკლეს ვადებში განხორციელდეს.

ლაშა კახუაშვილი, კომპანიის „Caucas Transport Solutions“ ლოგისტიკის სამსახურის უფროსი:

– „Caucas Transport Solutions“ პარტნიორებს სთავაზობს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებს, ტვირთების 100%-ით დაზღვევას და მისი კონტროლის შესაძლებლობას გადაზიდვის ნებისმიერ დროს. ასევე, შეგვიძლია შევთავაზოთ საბაჟო-საბროკერო მომსახურება და კარიდან კარამდე მიტანის სერვისი.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად სერვისებს, ეს გახლავთ სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვები, როგორც ნაკრები, ასევე სამანქანო და საკონტეინერო ტვირთებისა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს კომპანიას შესაძლებლობა აქვს როგორც არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვის, ასევე მულტიმოდალური ტრანსპორტირების შესრულების. ეს განპირობებულია ჩვენი სასაწყობე ფართების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე მდებარეობით, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი ტიპის გადაზიდვა გავხადოთ უფრო ეფექტური, მიწოდების მინიმალური ვადებით და ოპტიმალურად დავგეგმოთ მარშრუტი.

– ლაშა, როგორ უმკლავდებით ბაზარზე კონკურენციას?

– მომხმარებელზე მორგებული სერვისი და ინდივიდუალური მიდგომა საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ წამყვანი პოზიციები და თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ 2023 წელს ტვირთების 93%-ი დამკვეთს ვადაზე ადრე ჩავაბარეთ. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენი კომპანია, დაახლოებით, 7000-ზე მეტ გადაზიდვას ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით, რაშიც ხელს გვიწყობს ჩვენი საკუთარი ავტოპარკი. აქვე დავსძენ იმასაც, რომ ლოგისტიკაში ტვირთის დაზღვევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამაში კი კომპანია „ალდაგი“ უნიკალური სადაზღვევო პაკეტით გვიმაგრებს ზურგს. ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს მომხმარებელზე და ხელს უწყობს ხანგრძლივი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას

– ეკა, მოდით იმ პროექტებზე ვისაუბროთ, რომელთა განხორციელებაშიც თქვენს კომპანიას საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი.

– მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო საქართველოს მაგისტრალური სისტემის მოწყობა – შესასრულებელი სამუშაოებისთვის ჩვენმა კომპანიამ ჯამში 23 ათასი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება განახორციელა. ცალკე აღნიშვნის ღირსია რიკოთის უღელტეხილზე არსებული გვირაბებისა და ხიდების მშენებლობა – მხოლოდ 2023 წელს  „Caucas Transport Solutions“-ის მიერ 5000 ტონა შერეული ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. ზოგადად, ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სამშენებლო კომპანიებთან და ალბათ, ამის შედეგია ის, რომ თითქმის ყველა მსხვილი სავაჭრო ცენტრის, სასტუმრო კომპლექსისა და ბიზნეს ცენტრების მშენებლობაში მიგვიძღვის წვლილი, მაგალითისთვის, ესაა გალერია თბილისი, სითი მოლი, პანორამა თბილისი, სასტუმრო მარიოტი აბასთუმანში. განსაკუთრებით საინტერესო იყო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესში მონაწილეობა. გამოვყოფდი დაშბაშის კანიონსაც, რომლის მოწყობისთვის სწორედ ჩვენ განვახორციელეთ მინისა და კონსტრუქციის ტრანსპორტირება, რაც უსაფრთხოების ზომების სრულ დაცვასთან იყო დაკავშირებული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი მსგავსი ტვირთების ტრანსპორტირებას წარმატებით ართმევს თავს.

მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესის წარმატების გასაღები კმაყოფილი მომხმარებელია. ნებისმიერი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ერთგული მომხმარებლის პოვნა, ნდობის მოპოვება და შენარჩუნება. წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად უსმენ შენს პარტნიორს, ითვალისწინებ მის მოთხოვნებს, მიყვები სიახლეებს და ინოვაციებს. ჩვენი კომპანიისთვის ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სტრატეგიით მოვდივართ 12 წელია და დარწმუნებული ვარ, რომ მას არასდროს გადავუხვევთ და მუდამ ასე გავაგრძელებთ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ჩვენს გუნდთან ერთად.

– ლაშა, საუბარი სამომავლო გეგმებით დავასრულოთ.

– 2024 წლიდან შუა აზიის მიმართულებით დამატებითი სასაწყობე ფართების შექმნას ვგეგმავთ, რაც უფრო დიდ შესაძლებლობას მოგვანიჭებს და ტვირთების გამტარუნარიანობასა და მოცულობას გაზრდის. სასაწყობე ფართების მშენებლობა 2024 წელს თბილისის მასშტაბითაც იგეგმება, შედეგად, ჩვენი კლიენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება ტვირთის მიღება და დასაწყობება, როგორც საბაჟო საწყობში, ისე სასაწყობე მეურნეობაში. ვფიქრობ, მსგავსი სერვისის შეთავაზება ჩვენი კომპანიისთვის დიდი წინსვლაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g