ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ანკლავის მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საჰაერო დარტყმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.
„ისრაელის კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ შეთანხმების ყველა ელემენტი მიიღო“, – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.