„ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ანკა ვასაძე ახალ შოუს გაუძღვება. ის პარტნიორობას ნიკა ლომიძეს გაუწევს. ტელეწყვილი ერთად წაიყვანს გადაცემას “დიდი ამბავი”, რომელიც მალე “რუსთავი 2”-ის ეთერში დაიწყება და ბევრ მოულოდნელობას გპირდება. გადაცემის ანონსი უკვე გავრცელდა.