LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: „კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს“

354
გიორგი სანტურიანი

„კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს“, – ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეგისტრაციის გაუქმება არ ხდება არც პარტიების მომართვის და არც პირადი განცხადების შემთხვევაში.

„მოქმედი კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს.

არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადებების შემთხვევაში და სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის“. – აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.

„ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ჩვენი თანამონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია“ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს სიების გასაუქმებლად მიმართავენ

mazda magti 5g