LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცესკოს თავმჯდომარე და წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ“ – „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივა

242
გიორგი კალანდარიძვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ – აღნიშნული ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით.

საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო. ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება.

სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს იმ წევრს არ დაენიშნება, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g