მსოფლიო ჩემპიონატის ლოგო კამასუტრას ნახატს უფრო გავს, ვიდრე საჭადრაკო ლოგოტიპს.
უნდოდათ ყურადღების მიქცევა. გამოუვიდათ.
ლოგო ორი ფიგურის სქემატურ გამოსახულებას წარმოადგენს, ფეხები კი ერთმანეთშია გადახლართული.
ცენტრში საჭადრაკო დაფაა, რომელიც რატომღაც 36 უჯრისგან შედგება და არა 64-გან.
მსოფლიო ჩემპიონის წოდებისთვის მატჩი 2018 წლის ნოემბერში ლონდონში ჩატარდება. მაგნუს კარლსენი შეხვდება პრეტენდენტს, რომლის ვინაობა მარტში გაირკვევა.