ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში “გენტი” სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან “მუსკრონთან” 1:3.
სტუმართა გუნდის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე პრესტიჟის გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, წინა ტურში, “შარლერუასთან” ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მან თავის კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში 4-ჯერ გაიტანა.
https://www.youtube.com/watch?v=mT9_NpM9fZU
ესპანეთის თასზე გიორგი აბურჯანიას “ლუგოსა” და “ლევანტეს” მატჩი 1:1 დასრულდა.
ქართველი ნახევრამცველი 77-ე წუთზე შეცვალეს. განმეორებითი შეხვედრა 5 დეკემბერს ჩატარდება.
Whoscored-მა რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრებში მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია შეიყვანა.
საბას კრასნოიარსკში “ენისეის” თავდამსხმელმა არტურ სარქისოვმა მატჩის 51-ე წუთზე ბუცის ქაცვით თავი გაუტეხა და სისხლი წამოუვიდა, მაგრამ მან მოედანი არ დატოვა და ბოლომდე ითამაშა.
InStat-მა “შახტარის” მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
“შახტარმა” კიევში “არსენალი” 3:0 დაამარცხა, ხოჭოლავამ კი შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა.
მან მიმდინარე პირველობის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.