LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Challenger ლუდისთვის მაღაზიაში შევარდა და მაცივარში ჩაიკეტა (ვიდეო)

22

ოჰაიოს შტატის მაცხოვრებელმა პროდუქტების მაღაზია გაიტანა და გამყიდველს განუცხადა, რომ ლუდი სურდა. როგორც Fox 8 Cleveland იუწყება, ამის შემდეგ მამაკაცი სასმელების მაცივარში შევიდა და ჩაიკეტა.

მაღაზიის თანამშრომელმა პოლიციას განუცხადა, რომ ავტომობილი მაღაზიაში დიდი სიჩქარით შევარდა. დარბეულ მაღაზიაში ის თაროებს შორის გაიჭედა, თუმცა მსუბუქი ტრამვებით გადარჩა.

პოლიციის მისვლისას 45 წლის რობერტ მეისონი ჯერ კიდევ მაცივარში იმყოფებოდა და გამოსვლაზე უარს ამბობდა. როდესაც მისი გამოყვანა ძალით დაიწყეს, ჩხუბ წამოიწყო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა აქვს, რომელიც სამხედრო სამსახურში მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები