ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია უმცროსი, საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც სოციალურ ქსელში ანა ჯაბაური წერს, ჩამოსვლისთანავე მან ბიძა, ცოტნე გამსახურდია მოინახულა.
„არასოდეს უცხოვრია საქართველოში ბედის უკუღმართობის გამო. შვეიცარიაში დაიბადა და გაიზარდა.
ბოლო წლებია გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობს, დოქტურანტურაში სწავლობს, სადისერტაციო ნაშრომს ამზადებს ფილოსოფიასა და ისტორიაში. არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და თარგმანის ავტორია უკვე. ჯერ მარტო მის მიერ გერმანულ ენაზე დიდი ბაბუის ,,დიონისოს ღიმილის” საუცხოო თარგმანი რად ღირს…
ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, მუსიკოსი, და, უბრალოდ, კარგი ადამიანი – ზრდილი, თბილი, ტკბილი; ნამდვილი ინტელიგენტი, ძლიერი ქართული ფესვებითა და ევროპული დახვეწილობით – ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია უმცროსი.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიდ წინაპართა გენი შთამომავლობაზე ნამდვილად არ ისვენებს.
პ.ს. საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა და ჩამოსვლისთანავე ბიძა მოინახულა, რაღა თქმა უნდა. შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, ძმისშვილები ცოტნეს ფავორიტი ვიზიტორები არიან“, – წერს ანა ჯაბაური.