LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია…ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან 5 ავტომობილში დაიწვა და დაიღუპა 11 წლის მოზარდიც: ვოლოდიმირ ზელენსკი

106
ზელენსკი ჩაპლინოს სადგური

რუსი დამპყრობლების მიერ ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ დაბომბვას, 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი განცხადებით, დაღუპულებს შორის 11 წლის ბავშვია.

რუსებმა ჩაპლინოს რკინიგზის სადგური დაბომბეს

„ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია, ამ დროისთვის 22 დაღუპულია, მათგან ხუთი ადამიანი ავტომობილში დაიწვა, დაიღუპა მოზარდი , ის 11 წლის იყო, რუსულმა რაკეტამ მისი სახლი დაანგრია.

რკინიგზის სადგურზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჩვენ აუცილებლად ვაიძულებთ ოკუპანტებს პასუხის გაცემას ყველაფერზე, რაც გააკეთეს და ოკუპანტებს აუცილებლად განვდევნით ჩვენი მიწიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g