უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, „ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა“.
„ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ – აღნიშნა სიიარტომ.
მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩენილ პერიოდში და შემდგომაც, მხარს დაუჭერს ქართველ მეგობრებს ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატების მისაღწევად.