LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარკვიანი – “ჩრდილოვანი კაბინეტი” როდის გამოხვალთ ჩრდილიდან, ” სახალხო სეირნობა” როდის მორჩება?!

65
თაკო ჩარკვიანი

“ხალხს ტრიბუნა მიეცით ხალხს, იქნებ უკეთ მიხედონ საქმეს! ( თქვენ მოემსახურეთ “ჩრდილოვანი კაბინეტიდან”) ასე უფრო წაადგება ქვეყანას!” – წერს სოციალურ ქსელში “კანონი და სამართალის”ლიდერი თაკო ჩარკვიანი და ოპოზიციას მიმართავს.

ჩარკვიანი კითხვას სვამს, თუ როდის გამოვა “ჩრდილოვანი კაბინეტი” ჩრდილიდან და დიდ ლოკაციაზე და როდის დასრულდება “სახალხო სეირნობა”.

მისივე თქმით, დღეს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება ჯერ როგორც მოქალაქე და შემდეგ პოლიტიკოსი:

“ჩრდილოვანი კაბინეტი” როდის გამოხვალთ ჩრდილიდან და პატარ-პატარა ლოკაციებიდან დიდ ლოკაციაზე?! ” სახალხო სეირნობა” როდის მორჩება?!

კითხვა მაქვს მარტივი, მესმის, რომ 900 ათასი ამომრჩევლიდან არ გამოდის ქუჩაში ამდენივე, ( ასე ხდება ხოლმე), რეგისტრირდებიან (ფბ-ში წერენ, მაგრამ არ მოდიან) მაგრამ 40 და 30 ათასი რომ გამოდის ხომ ვნახეთ, უკვე თან ბევრჯერ, ხომ ასეა?! ჰოდა,40 ათასი რუსთაველზე უფრო კარგია სტრატეგიულად თუ ” 1000 კაცით” “გაბრაზებულად სეირნობა” სხვადასხვა ლოკაციაზე და თან მხოლოდ ნაცპარტიის ლიდერებით!

ამას ვამბობ – ვიმეორებ (“ზოგიერთისთვის” ტვინში რომ შეუშვან) კაცი საქართველოს მესამე პრეზიდენტია და მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერად რატომ ტოვებთ ორგანიზატორები , ვერ ვხვდები?????!!!!!

მე ერთი მოქალაქე, დღეს იმიტომ გამოვდივარ რესპუბლიკის მოედანზე, რომ სახელმწიფო მომტაცა 7 კაციანმა ბანდამ, რომელსაც “ხელისუფლება ” ჰქვია რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც მკვლელობის მონაწილედ გვხდის და არა იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, საკმაოდ სუსტ და ნაადრევად შექმნილ “ჩრდილოვან კაბინეტს” ვუყურო, ჰოდა ამაზე იფიქრეთ ” ზოგიერთმა”, არ ვიცი ვის ეხება, რომელ “ჩრდილოვან ლიდერს”( ვინც მიიღებთ საკუთარ თავზე იმას).

ხალხს ტრიბუნა მიეცით ხალხს, იქნებ უკეთ მიხედონ საქმეს!!!!!!!!! ( თქვენ მოემსახურეთ “ჩრდილოვანი კაბინეტიდან”) ასე უფრო წაადგება ქვეყანას!! სულ მთლად ” ჩრდილოეთის ” ანუ “რუსეთის” მსახური ხელისუფლება გადაბარებას გვიპირებს და რა დროს ნაადრევი ამბიციებია?!

3 საათზე!✌️მოვდივარ, (როგორც ყოველთვის) ჯერ მოქალაქე და მერე პოლიტიკოსი.” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები