34 წლის ასაკში, ჩარლი ფუსი მამა პირველად გახდა. მას და მის მეუღლეს, ბრუკ სანონს, ვაჟი შეეძინათ.
პატარა ქვეყანას 13 მარტს მოევლინა და მას, ჯუდ კროუფორდი დაარქვეს.
ახალშობილის სახელი – „ჯუდი“ The Beatles-ის საკულტო ჰიტს – Hey Jude უკავშირდება და პირდაპირი მინიშნებაა ჯგუფის 1968 წლის სიმღერაზე, ვინაიდან არტისტმა სოციალურ ქსელში შვილის პირველ ფოტოებს სწორედ ამ კომპოზიციის სათაური დაურთო.
აღსანიშნავია, რომ ჩარლისთვის ,,ბითლზი” ერთ-ერთი უმთავრესი მუსიკალური შთაგონებაა, რაც შვილის დაბადებისას კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.
საინტერესოა, რომ Hey Jude პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონის შვილისთვის, ჯულიანისთვის დაწერა. ჩარლის მიერ ამ სახელის შერჩევა სიმბოლურად მამა-შვილის მჭიდრო კავშირსა და მუსიკალურ მემკვიდრეობაზე მიანიშნებს.
ცნობისთვის, წყვილმა ოჯახში მატების შესახებ ინფორმაცია პირველად 2025 წლის ოქტომბერში, ჩარლის სიმღერის – Changes კლიპით გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ ჩარლი ფუსი და ბრუკ სანონი 2024 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ.