LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩარლის ანგელოზები“ დაბრუნდნენ – კამერონ დიასისა და დრიუ ბერიმორის ემოციური შეხვედრა წვეულებაზე

140
„ჩარლის ანგელოზები“ დაბრუნდნენ - კამერონ დიასისა და დრიუ ბერიმორის ემოციური შეხვედრა წვეულებაზე

კამერონ დიასმა და სტელა მაკარტნიმ ჰემპტონსში თავიანთი ცნობილი მეგობრები შეკრიბეს, რათა დიზაინერისა და მსახიობის ღვინის ბრენდის, Avaline x Stella McCartney-ის თანამშრომლობის დაწყება აღენიშნათ. წვეულებას დრიუ ბერიმორი, ემა რობერტსი, ალექსანდრა დადარიო, Avaline-ის თანადამფუძნებელი კეტრინ პაუერი, ტელეწამყვანი ენდი კოენი, მხატვარი ჯეფ კუნსი და სხვები ესწრებოდნენ.

52 წლის კამერონ დიასმა, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ სამსახიობო კარიერას გასულ წელს დაუბრუნდა, 2020 წელს კეტრინ პაუერთან ერთად საკუთარი ორგანული ღვინის ბრენდი Avaline დააარსა. წვეულებაზე კამერონ დიასი ბრწყინავდა შავი ფერის ანსამბლში, განსაკუთრებით ემოციური გახდა მსახიობის შეხვედრა დრიუ ბერიმორთან, რომელთანაც დიასმა დაუვიწყარი დუეტი შექმნა ფილმში „ჩარლის ანგელოზები“.

52 წლის კამერონ დიასი ერთი წლის უსაყვარლეს ვაჟთან ერთად პირველად გადაიღეს

„არადა მეგონა, რომ ყოველივე ეს, უკვე წარსული იყო“ – 52 წლის კამერონ დიასის „დიდი დაბრუნება“ და უახლესი ფოტოები „ვოგისთვის“

არა ფილტრი, არა ფილერი – 46 წლის დრიუ ბერიმორისა და 49 წლის კამერონ დიასის ფოტო ინტერნეტს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები