გასულ კვირას, ციფრულმა მარკეტერმა, გიგი კურტანიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა „ვეფხისტყაოსნის“ ტრეილერი, რომელიც მან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა.
ვიდეოს ინტერნეტსივრცეში უდიდესი გამოხმაურება და სოციალური ქსელის მომხმარებელბის დადებითი შეფასებები მოჰყვა.
ამჯერად, გიგი კურტანიძემ, კვლავ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავი ნაწარმოების – „დავით აღმაშენებლის“ ტრეილერი შემოგვთავაზა.
„ამჯერად გადავწყვიტე კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავი ნაწარმოებისა და ჩვენი ისტორიის ყველაზე ძლიერი ეპოქისთვის შემესხა ხორცი.
AI ტექნოლოგიების დახმარებით შევქმენი თრეილერი დავით აღმაშენებლის პერიოდზე, მაგრამ ამ ვიდეოს მთავარი ძალა ვიზუალზე მეტად, ერთ განსაკუთრებულ დეტალშია…
კადრებს ფონად გასდევს ლევან ყოჩიაშვილის არაჩვეულებრივი, ყველასთვის საყვარელი ხმა და ის ლეგენდარული მონაკვეთი, რომელზეც ტანში ჟრუანტელი გვივლის.
ჩართეთ ხმა და ნახეთ, როგორ გამოიყურება ოქროს ხანა ციფრულ ეპოქაში“, – წერს გიგი კურტანიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
