თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მიწის ნაშალში ორი ადამიანია მოყოლილი. როგორც უწყებაში ამბობენ,შემთხვევის დროს, მუშები, სავარაუდოდ, ხარაჩოზე იდგნენ.
ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.