LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

19

ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზა  29 დეკემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება.

”გზის კაპიტალური მშენებლობის გამო, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენკო“ 9 დეკემბრიდან აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადად 120 დღეა განსაზღვრული”,- განაცხადეს თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა 24-25  დეკემბერსაც შეიზღუდა. მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ მოძრაობის შეზღუდვა საგზაო სამუშაოების გამო სხვა დროს აღარ გახდებოდა საჭირო.