თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსი და ტაქსი ერთმაეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ე.წ. ბასლაინზე მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.