ჩეხებმა გადაიფიქრეს – პრაღის ცენტრში ველოსიპედები ისევ ივლიან. მუნიციპალურმა სასამართლომ დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში მიღებული კანონი გააუქმა. ველოსიპედების მოძრაობა პრაღა 1-ის ტერიტორიაზე უნდა აკრძალულიყო. აღნიშნულ რაიონში ყველაზე მეტი ტურისტი იყრის თავს და კანონპროექტის მიზანი მათი უსაფრთხოების დაცვა იყო. გადაწყვეტილება ველოსიპედისტთა ასოციაციამ გააპროტესტა, მათი აზრით აკრძალვა სარგებელზე მეტად ზიანის მომტანი იქნებოდა. ამასთან, აკრძალვას თავად მოსახლეობაც ეწინააღმდეგებოდა, რადგან ველოსიპედი მათთვის გადაადგილების მნიშვნელოვანი გზაა. სწორედ ამიტომ, სასამართლომ ხელისუფლების გადაწყვეტილება შეცვალა და ველოსიპედით გადაადგილება დედაქალაქის ყველა უბანში ნებადართული გახადა.