ჩეხეთის ქალაქების პარკებში და სპორტულ მოედნებზე გამოჩნდა „ჭკვიანი სათავსოები“ სპორტული ინვენტარით – ფეხბურთის ბურთებით, ბადმინტონით და ესპანდერებით. ეს არის სლოვაკური სტარტაპის YourLOX პროექტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს სპორტული ინვენტარი უფასოდ ითხოვოს, ამისთვის მხოლოდ მობილური აპლიკაციის გადმოწერაა საჭირო.
სპორტული ინვენტარი ნახევარი საათით გაიცემა, თანაც მათი ასორტიმენტი სპეციალურად არის შერჩეული იმ ადგილისთვის, სადაც „ჭკვიანი სათავსო“ დგას. საფეხბურთო ან საკალათბურთო მოედნების გვერდით სპორტსმენებს დახვდებათ ბურთები, ჩოგბურთის კორტებთან – ჩოგნები, ხოლო ტრენაჟორებთან – წონები და ესპანდერები. მთელი ინვენტარი რეგულარულად მოწმდება და საჭიროების შემთხვევაში იცვლება.
სტარტაპი თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან, ბიზნეს-პარტნიორებთან და უკვე განავითარა „ჭკვიანი სათავსოების“ ქსელი სლოვაკეთსა და უნგრეთში. პროექტის მიზანია – სპორტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ბევრისთვის უფრო კომფორტულია ინვენტარის ადგილზე აღება, ვიდრე სახლიდან მოტანა.