LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში ბავშვებს საკვებთან სწორ მოქცევას ასწავლიან

110
65f81f86639f1410375905

ჩეხეთში ევროკავშირის მხარდაჭერით, ბავშვებს საკვებთან პასუხისმგებლობიან ქცევას ასწავლიან. მოსწავლეებს უამბობენ, თუ როგორ შექმნან ნაკლები საკვები ნარჩენი და როგორი ყურადღებით შეიძინონ პროდუქტი, შეინახონ თუ მოამზადონ ის.

კურსის ექსპერიმენტული ვერსია რამდენიმე სკოლაში დატესტეს. ორგანიზატორთა თქმით, საკვებთან სწორი მოქცევის საკითხები ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ტესტებმა აჩვენა, რომ 9-11 კლასის მოსწავლეების ცოდნა საკვებთან პასუხისმგებლობით მოპყრობის საკითხში 40%-მდე გაიზარდა.

კურსის მასალა ჩეხურ ენაზე ქსელშია ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ საშუალო სტატისტიკური ევროპელი წელიწადში 132 კილოგრამ საკვებს ყრის, ამასთან, პროდუქციის ნახევარზე მეტი ნაგვის ურნებში არა რესტორნებიდან არამედ სახლებიდან ხვდება. ევროკავშირიც სერიოზულად ფიქრობს, რომ საკვები ნარჩენის შემცირება 2030 წლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქციოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები