LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში პიროტექნიკის გაყიდვა-გამოყენების წესები მკაცრდება

106
Fireworks-regulation-prague

ჩეხეთის სენატმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ფეიერვერკებისა და სხვა პიროტექნიკის ღია ბაზრებსა და ქუჩის ჯიხურებში გაყიდვას კრძალავს. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ყველაზე უსაფრთხო პროდუქცია , მაგალითად ე.წ. ბენგალური ცეცხლი. სიახლის შესახებ Prague Morning წერს.

ამიერიდან შედარებით მძლავრი ფეიერვერკის შესაძენად სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო. საშუალო საფრთხის ასაფეთქებლების ყიდვა დაიშვება დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პიროტექნიკის უსაფრთხო მოხმარების უნარს, ხოლო პროფესიული კლასი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ლიცენზირებული სპეციალისტებისთვის.

ობიექტებს, რომლებიც დოკუმენტების შემოწმების გარეშე გაყიდიან პიროტექნიკას, ფინანსური ჯარიმა და სავაჭრო ლიცენზიის გაუქმება დაემუქრებათ.

ფეიერვერკის გაშვება დასაშვებია მინიმუმ 250 მეტრის მოშორებით საავადმყოფოებიდან, მოხუცებულთა სახლებიდან, ცხოველთა თავშესაფრებიდან და ზოოპარკებიდან.
გარდა ამისა, ახალი კანონის მიხედვით მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, თავის ტერიტორიაზე პიროტექნიკის გამოყენება სრულად აკრძალონ.

ახალი წესების ნაწილი ძალაში 2025 წლის დეკემბერში შევა, ხოლო დანარჩენი – 2026 წლის ივლისიდან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეგულაციები უკვე მიიღეს მეზობელ სლოვაკეთშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები