LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში სტუდენტები ბაყაყებს გზაზე გადაიყვანენ

103
žába

ჩეხმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ ასობით და შესაძლოა ათასობით უნიკალურ ბაყაყს გზაზე უსაფრთხოდ გადასვლაში დაეხმარონ. თებერვლის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე პერიოდში ისინი ამფიბიებს ქალაქის განაპირა რეგიონებში გზებზე კონტეინერებით გადაიყვანენ. Prerov.eu-ს ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანია რათა ბაყაყები უსაფრთხოდ მოხვდნენ ტყესთან ახლოს წყალსაცავთან, სადაც მომავალში გამრავლდებიან.

სტუდენტები, რომლებიც გარემოს დაცვის პროგრამებზე სწავლობენ, გზების გასწვრივ სპეციალურ ბარიერებს დაამონტაჟებენ, რათა ბაყაყები სავალ ნაწილზე არ გადავიდნენ.
შემდეგ სხვა სტუდენტებთან ერთად მათ მოაგროვებენ და გზაზე გადააცილებენ.

აქცია ყოველ წელს, 2030 წლამდე გაგრძელდება. პროგრამის ავტორები ვარაუდობენ, რომ ყოველ სეზონზე სტუდენტები 4 ათასამდე ცხოველს დაეხმარებიან.

წარსულში ამ ადგილებში იდგა ნიშანი, რომელიც მძღოლებს ბაყაყების შესახებ აფრთხილებდნენ, თუმცა ფატალური შემთხვევები მაინც ზედმეტად ბევრი იყო. გასულ წელს გზებზე ასობით მკვდარი ამფიბია იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა ბაყაყებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელის აგების გეგმასაც განიხილავდა, თუმცა ეს ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები