LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი 12%-იანი წილი „მთავარ არხში“ არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, ამიტომ სოფოს გადავუფორმე“ – ნიკა გვარამია

305
Untitled design

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ სამომავლო პარტიულ საქმიანობასთან ტელეკომპანიის წილის ფლობა შეუთავსებელია, რის გამოც საკუთარი 12 %-იანი წილია სოფო ლილუაშვილს გადაუფორმა.

„მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის.

რაც შეეხება ჩემს 12%იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე.

წარმატებები მთავარს, დანარჩენზე – შემდეგ კვირაში 🙂“, – წერს ნიკა გვარამია.

მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია)….

Posted by Nika Gvaramia on Wednesday, February 28, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g