პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა. მათ შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილია, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის პრეზიდენტს.
„მაინც გაღიმებულები ვდგავართ! მაინც ერთად ! 🥹
მადლობა პრეზიდენტს ! სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili Salome Zourabichvili
💘
რაც არ ჩანდა იმას გეტყვით – ცოტა ყველას გვრცხვენოდა დღევანდელი დღის, გვრცხვენოდა, რომ გაგვეღიმა ასეთ დროს !
ყველას ცრემლები გვქონდა თვალებში ერთმანეთის გამო, ხალხის გამო, ქვეყნის გამო! ყველა ცქმუტავდა , რომ მალე დასრულებულიყო ეს საამაყო ღონისძიება, იმიტომ რომ სამუშაოდ გასვლა ეჩქარებოდათ კოლეგებს. გამოპრანჭულებმა იქვე გამოიცვალეს და აქციაზე წავიდნენ.
ზოგი იქ არც იყო და უკვე გარეთ მუშაობდა.
ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები, პროდიუსერები, მემონტაჟეები, საეთეროს ხალხი, მძღოლები – ყველა ! ყველა, ვინც ჩანს თუ არა, გმირია 💪
P.S ჩემი ამბავი საჯაროდ არ მომიყოლია, იმდენად მსუბუქი იყო სხვებთან შედარებით, ამაზე საუბარი არ ჩავთვალე საჭიროდ“, – წერს ქეთა ციცქიშვილი.