LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ამბავი ზღაპარს ჰგავს, ხშირად კონკიას მადარებენ, სანამ აქამდე მოვიდოდი ბევრი სირთულე გადავიტანე“ – სოფი ლორენის ქართველი რძალი საკუთარ თავგადასავალზე „ფორტუნასთან“ საუბრობს

317
მარიამ შარმანაშვილი

მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა.

მარიამ შარმანაშვილმა საკუთარ თავგადასავალზე fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება ზღაპრულ ამბავს ჰგავს.

ექსკლუზივი: როგორ მიიღო სოფი ლორენმა ქართველი რძალი – „კარლომ, მას შემდეგ, რაც ჩემგან თანხმობა მიიღო, მამაჩემს დაურეკა ვიდეოზარით და მას სთხოვა ჩემი ხელი ქართულ ენაზე…“

„ნამდვილად ჰგავს ჩემი ამბავი ზღაპარს, ბევრი ნიუანსით, ხშირად კონკიას მადარებენ ჩემი განვლილი გზის გამო, მართლაც, სანამ აქამდე მოვიდოდი ბევრი სირთულის გადატანა მომიწია, მათ შორის ყველაზე რთულად დედის გარდაცვალება გადავიტანე, ასევე პირველი განქორწინებაც დიდი ტრავმა იყო ჩემთვის, რომელიც პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ორმაგად რთული აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად ამ ეტაპის მარტო გავლა… მაგრამ დღეს სწორედ იმ ეტაპზე ვარ, როცა ვგრძნობ, რომ ყველა ქარიშხალი ერთად ჩადგა და ახლა ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის დროა, მინდა, რომ ბევრი გოგონასთვის გახდეს ჩემი ისტორია ინსპირაცია და მოტივაცია, რომ არასდროს დანებდეთ, იარეთ წინ თქვენი მიზნებისკენ და არ შეუშინდეთ ცხოვრებას, მე თუ გამომივიდა თქვენც აუცილებლად გამოგივათ!“ – აღნიშნა მარიამ შარმანაშვილმა fortuna.ge-სთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები