LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი აზრით 2022 წელი უნდა იყოს პანდემიის დასრულების წელი: მაია ბუწაშვილი

171
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფიქრობს, რომ 2022 წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება. აღნიშნული განცხადება მან „მკურნალის“ ჯგუფში ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

ბუწაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „კორონავირუსი ისეთი ვირუსია, რომელზეც გათვლები, მოდელირებები, პროგნოზები არც ისე სწორად და კარგად მუშაობს.

„მივხვდით იმას, რომ პროგნოზების გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არასწორ პროგნოზებს ვაკეთებთ. ეს ის ვირუსია, რომელზეც გათვლები, მოდელირებები, პროგნოზები არც ისე სწორად და კარგად მუშაობს. თუ ჩემი სუბიექტური მოსაზრება შემიძლია გავაჟღერო, ჩემი აზრით 2022 წელი უნდა იყოს პანდემიის დასრულების წელი“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g