LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ბავშვობის საძინებელი…“ – ბელა ჰადიდი ლოს-ანჯელესის ხანძარზე სულისშემძვრელ პოსტს ავრცელებს

412
page

როგორც ცნობილია, ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად უკვე 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა, მათ შორისაა ჰოლივუდელი ვარსკვლავების საცხოვრებელი სახლები.

სახლი დაეწვა მოდელ, ბელა ჰადიდის. საუბარი იმ საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელშიც ბელა გაიზარდა და ამჟამად მისი დედა, იოლანდა ცხოვრობდა.

მოდელმა „ინსტაგრამზე“ ცეცხლწაკიდებული სახლის ფოტოები გაავრცელა, წარწერით:

„ჩემი ბავშვობის საძინებელი…“

10-მდე დაღუპული, 10 000-ზე მეტი განადგურებული ნაგებობა და 200 000 – მდე ევაკუირებული ადამიანი: „სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და დაღუპულთა რაოდენობა „აბსოლუტურად შეიცვლება“ – ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, სავალდებულო ევაკუაცია 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის გამოცხადდა

ცნობისთვის, თავიანთ სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი ვარსკვლავი გამოეხმაურა ტრაგედიას.

„ჩემი გული გატეხილია, არავის ვუსურვებ პირდაპირ ეთერში ნახოს, როგორ იქცევა შენი სახლი ფერფლად“, – პერის ჰილტონი

„გუშინ საღამოს თავშესაფარი მეგობრებმა მოგვცეს. ვცდილობ, ბავშვები დავიცვა იმ დიდი მწუხარებისა და შფოთისგან, რასაც ვგრძნობ“, – მენდი მური.

„ჩვენ კი ახლა უკვე უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ვიცი რომ სხვებს ყველაფერი წესრიგში არ აქვთ. ღმერთმა დალოცოს მეხანძრეები და ყველა მაშველი“, – კრისტი ტაიგენი.

ფოტო: ხანძარი ლოს-ანჯელესში – ცეცხლმა ვარსკვლავების სახლები გაანადგურა – რას წერენ სასოწარკვეთილი „სელებრითები“

ცნობისთვის, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. პარალელურად ხდება გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ინფორმირებაც. ამასთან, ოლქის შერიფის განცხადებით, მძიმედ დაზარალებულ ბევრ ტერიტორიაზე მისვლა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.

„სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და დაღუპულთა რაოდენობა „აბსოლუტურად შეიცვლება“ – აცხადებს ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფი, რობერტ ლუნა BBC-ისთან.

ბოლო ცნობების თანახმად, იტონში ხანძრის შედეგად 4 000-5 000 ნაგებობა განადგურდა, პალისადის ხანძარმა კი – 5 300-ზე მეტი შენობა-ნაგებობა გაანადგურა. Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო. მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან, რომელსაც კენეტის ხანძარი უწოდეს. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კენეტის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით 900 მეხანძრე განალაგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები