თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს ავრცელებს და უფროსი შვილის, ანდრო ანთელიძის ფოტოებს გვიზიარებს. როგორც ცნობილი ტელესახე წერს, ანდროს მიერ გაწვრთნილმა „ჟალგირისის“ ახალგაზრდულმა გუნდმა ევროლიგის ტურნირზე ჩემპიონობა მოიპოვა.
„ჩემი ჩემპიონი და მისი გაწვრთნილი ჟალგირისის ახალგაზრდული გუნდი, რომელიც ევროლიგის ჩემპიონი გახდა!“ – წერს თიკა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ანდრო ანთელიძე 24 წლისაა და უკვე სამი წელია, რაც ლიეტუვის ლეგენდარული საკალათბურთო კლუბის, „ჟალგირისის“, სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.


