19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. გიორგი მეგობრის, ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა.
დაღუპულის მეგობარი, ანი გაბეჩავა სოციალურ ქსელში მიმართვაც აქვეყნებს და წერს, რომ მომხდარმა ტრაგედიამ საკუთარი დაბადების დღე შეაძულა.
ჯოჯოხეთური წელი უშენოდ – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
„ერთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დღეში დაინგრა, 19 ივნისის ის საშინელი ღამე … ერთი წელი გავიდა გიორგი შაქარაშილის გარდაცვალებიდან…არ შემიძლია გადმოვცე, რასაც ახლა ვგრძნობ საშინელებაა… Today is my birthday and I hate this day (დღეს ჩემი დაბადების დღეა და მეზიზღება ეს დღე)” – წერს ანი გაბეჩავა.
გაბეჩავას დაბადების დღეს მეგობრები და ახლობლები ულოცავენ. მათი თქმით, დაბადების დღის გადახდა დანაშაული არ არის.