LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრება სრულიად სხვა გზით მიდის“ – ენდრიუ გარფილდი GQ-ს გარეკანზე რადიკალურად შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა

93
page

„ადამიანი ობობას“ ვარსკვლავი, ენდრიუ გარფილდი ბრიტანული GQ-ს დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. საზოგადოებამ მსახიობი ალტერნატიულ ჭრილში დაინახა. 39 წლის ენდრიუ წელს ზემოთ შიშველი პოზირებს, მთავარ ფოტოზე კი მას შავი ლაბადა აცვია.

გამოცემასთან ინტერვიუში ვარსკვლავმა დედაზე ისაუბრა, რომელიც სიმსივნით 2019 წელს გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ის საოცრად განიცდის იმ ფაქტს, რომ მისი დედა შვილიშვილებს ვერასდროს ნახავს. გარფილდმა რამდენიმე თვის წინ ყოფილ მეგობარ გოგონასთან, ალისა მილერთან ურთიერთობა განაახლა. როგორც ჩანს, ის ოჯახის შექმნაზე სერიოზულად დაფიქრდა.

„ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრება სრულიად სხვა გზით მიდის, ახლა ამ ფაქტის მიღების პროცესში ვარ. 40 წლის ვხდები და შვილები ჯერ არ მყავს“, – აცხადებს ენდრიუ.

ენდრიუ გარფილდმა სექსზე 6 თვით უარი თქვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები