საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოცილურ ქსელში უფროსი ვაჟის ნოდარ ტრაპაიძის ფოტოებს გვიზიარებს, რომელიც, როგორც თავად წერს, მისი ცხოვრების პირველი გარდატეხაა.
ნოდარ ტრაპაიძეს დღეს დაბადების დღე აქვს და ნინოს მეგობრებისგან უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილები მიიღო.
„ჩემი ცხოვრების პირველი დიდი გარდატეხა ნონო იყო. ახლა რომ ვუყურებ, მგონია, ძალიან პატარა ასაკში გავაჩინე და თითქოს ერთად გავიზარდეთ. დღეს კი ვგრძნობ, რომ სწორედ ის არის, ვინც მაძლიერებს, მზრდის და მაბედნიერებს თავისი არსებობით.
ის არის ყველაზე ერთგული, მზრუნველი და მშრომელი ბიჭი საოცარი შვილი, შვილიშვილი, ძმა და მეგობარი.
არ ვიცი კიდევ როგორ ვთქვა… უბრალოდ ძალიან მიყვარხარ, დე. მინდა, რომ ჯანმრთელი იყო სხვა არაფერი. დანარჩენს ერთად აუცილებლად გავუმკლავდებით. ❤️❤️🎉“, – წერს ნინო ზამბახიძე.
