მსახიობმა გუგა ქაცარავამ, რომელიც პოპულარულ სერიალში „სიყვარულს მიღმა“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ჟურნალი „გზის“ კითხვებს უპასუხა.
„ვიბნევი, როცა ადამიანებში უსიყვარულობას და უსამართლობას ვაწყდები; ვერ ვხსნი, ვერ ვიგებ, ასეთები როგორ არიან“, – აღნიშნავს გუგა და გულახდილად საუბრობს.
გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს.
– ვიბნევი…
– …როცა ვაწყდები ადამიანებში უსიყვარულობას და უსამართლობას. ვერ ვხსნი, ვერ ვიგებ, ასეთები როგორ არიან.
– ვნანობ…
– …ოდესმე ვინმეს რამე თუ ვაწყენინე, საქმეში ბოლომდე თუ არ დავიხარჯე, რამე თუ დავაკელი, როგორც საჭირო იყო, იმდენი ენერგია თუ არ დავხარჯე, მაგრამ ბოლო დროს ეს თითქმის აღარ ხდება.
– …წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია…
– …უსამართლობას.
– ამ დროს როგორ იქცევი?
– სამართლიანად. შემიძლია მივიდე, მივუთითო. შემთხვევას გააჩნია, ზოგჯერ არმისვლა უფრო სწორია.
– მეზარება…
– …რუტინა, მაგრამ არ მიწევს. ჩემი საქმე მიყვარს.
– სიყვარული – ეს…
– …იმდენად ჩემია, იმდენად ინტიმურია, ფორმას ვერ ვპოულობ, როგორ შეიძლება აიხსნას, შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ.
– პირველად რომ შემიყვარდა…
– …ჩემში მთების გადადგმის ძალა ვიგრძენი. ეს ოდნავ გვიან იყო. ისე, ბაღიდან მოყოლებული, სულ შეყვარებული ვიყავი.
– ჩემი მეუღლე…
– …გახლავთ მსახიობი ნინი კვირიკაშვილი. ჩვენ ჯგუფელები ვართ, თეატრალურს წელს ვამთავრებთ.
– ჩემი და ნინის სიყვარულის ამბავი დაიწყო….
– …ძალიან უეცრად და მოულოდნელად. ვმეგობრობდით, ერთ დღეს კი ერთმანეთისადმი მზერა შეგვეცვალა. ერთ წელზე მეტია, რაც დავოჯახდით, ერთი პროფესია გვაქვს და ყველა სპექტაკლში ნინისთან ერთად ვთამაშობ.
– მაკვირვებს…
– …ნინი. ჩვენ ორივე ერთმანეთს ხშირად ვაკვირვებთ და ვაოცებთ.
ვრცლად ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
