LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვიდეო არ გაუვრცელებია, მან ვიდეო ტელეფონში საღამოს მიიღო და დილით დააკავეს” – ადვოკატი

chanawerebi_sasamartlo4

ნონა ჟორჟაძეს, რომელსაც ვიცავ, ვიდეო არ გაუვრცელებია. მან აღნიშნული ვიდეო თავის ტელეფონში საღამოს მიიღო და დილით დააკავეს, – ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ნონა ჟორჟაძის ადვოკატმა თეიმურაზ მაგრაქველიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

“ვიდეო თანამშრომელმა გაუგზავნა, ის თანამშრომელიც დაკავებულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და მას აღკვეთის ღონისძიების ეს უკიდურესი ზომა უნდა მოეხსნას. გამოძიების ეტაპზე მისი უდანაშაულობა დადასტურდება”, -განაცხადა მაგრაქველიძემ.

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირებიდან 9 პირის სასამართლო სხდომა დაიხურა. სხდომის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ მიიღო. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების მაღალ ინტერესი არსებობს, მოსამართლემ განმარტა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ლეგიტიმური უნდა იყოს.

ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული შვიდი პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს, ხოლო 10 დაკავებულის მიმართ – პატიმრობას. საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათ შორის ის ადამიანი ვინც გამიოძიების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები Youtube-ზე ატვირთა.

 

ფოტო: “ინტერპრესნიუსი”

magti 5g